საქართველო: დემონსტრანტების დარბევის დროს პოლიცია ადამიანის უფლებებს შოკისმომგვრელი ფორმით არღვევს
საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების დაშლის დროს ასობით დემონსტრანტი დარბევის სასტიკი მეთოდების, თვითნებური დაკავებების, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა, განაცხადა „საერთაშორისო ამნისტიამ“ დღეს. დეტალურ მიმოხილვაში, რომელიც პოლიციის ძალადობის მსხვერპლთა ჩვენებებს, უფლებადამცველთა მონათხრობებსა და ვიდეო მტკიცებულებებს ეყრდნობა, აღწერილია ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევები, მათ შორის ძალის უკანონო გამოყენება, წამება და სხვა სასტიკი…